• თბილისი
  • 13°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

მზის პანელები „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურზე - კომპანია გარემოს დაცვის მიმართულებით აქტივობებს განაგრძობს

კომპანია „სოკარი“ CSR პლატფორმის, „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ ფარგლებში, გარემოს დაცვის მიმართულებით აქტივობებს განაგრძობს. ამჯერად, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ავტოგასამართი სადგურის სახურავზე  დამონტაჟდა  YINGLI  SOLAR-ის მზის პანელები. დადგმული სიმძლავრე შეადგენს 30 KW-ს. პროექტის შემსრულებელი კომპანია Green Energy-ა.

ეს რეგიონში პირველი, და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია.

მზის პანელები თვეში დაახლოებით 3 მგვტ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც 10-მდე ხის გადარჩენას უტოლდება. აღნიშნული პანელებით მიღებული ენერგიით, სადგურის გარდა სოკარის ახალი ბრენდი -Way Mart-ის მაღაზია მომარაგდება. პროექტის წარმატების შემთხვევაში, მსგავსი პანელები სოკარის სხვა, უფრო მსხვილ სადგურებზეც გაკეთდება.

გარემოს დაცვის მიმართულებით, კომპანია „სოკარი“ სხვა პროექტებსაც ახორციელებს. მაგალითად, კომპანია ზრუნავს ელექტრომობილების პოპულარიზაციაზე და აღმაშენებლის ხეივანში, ყოფილი ბოტანიკის ინსტიტუტის მიმდებარედ არსებულ სადგურზე, მზის პანელების გარდა, ელექტრომობილების დამტენიც არის განთავსებული. დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანია უახლოეს მომავალში კიდევ ერთი დამტენის დამატებას გეგმავს.

კომპანია „სოკარის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტის მძღოლს და ავტოგასამართ სადგურზე მოსულ მომხმარებელს ყველა ტიპის მომსახურების მიღება შეუფერხებლად შეეძლოს.


თეგები :