• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

„თავისუფლების ქარხანა“ - სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის

თავისუფლების ახალი ეკოსისტემა თბილისში

დღეს, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე (პეტრიაშვილის ქ. #1) საინიციატივო ჯგუფმა „თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაცია  წარმოადგინა. კერძოდ, თბილისში, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე შეიქმნება სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის მსურველთათვის.

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, განხვავებული აზრის პატივისცემა, პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება და თავისუფალი აზროვნება & შემოქმედება,“ - ეს ის 5 ძირითადი პრინციპია, რომელზეც გუშინ დამფუძნებლებმა ისაუბრეს და რომელსაც  ინოვაციური პლატფორმა დაეფუძნება.
„ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე უკვე წარმატებულად ფუნქციობს კვებისა და გართობის ობიექტები, რომელიც თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის ბოლო წლების საყვარელ ადგილად იქცა. თუმცა, ჩვენი იდეა ამ სივრცის აბსოლუტურად ახალი მახასიათებლებითა და შინარსით შევსებას გულისხმობს. 
ვფიქრობთ,  ჩამოვაყალიბოთ  ისეთი ეკოსისტემა, რომელიც ინოვაციური ვირტუალური თუ ფიზიკური პლატფორმების მეშვეობით ახალი მიზიდულობის ცენტრი გახდება თბილისში. შეიქმნება საგამოფენო და საინსტალაციო სივრცეები, მოეწყობა საგანმანათლებლო აუდიტორიები, ჩატარდება ვორქშოპები და მრავალფეროვანი ინტერ-დისციპლინური ლექციები. თავისუფლების ქარხნის ბაზაზე დაფუძნდება ლაბორატორიები, სახელოსნოები  და თანამედროვე ინოვაციების ჰაბი,” - აღნიშნავს „თავისუფლების ქარხნის” თანადამფუძნებელი სანდრო კაკულია.

„თავისუფალი ქარხნის“ პლატფორმის ქვეშ შეიქმნება ფონდი, რომელიც წაახალისებს ყველა ინოვატორულ წამოწყებას და ხელს შეუწყობს შემოქმედებითობის განვითარებას, არაფორმალური განათლების მიღებას და კულტურული მიღწევების გაცნობას. იდეის პრეზენტაციაზე გახმოვანდება მრავალი ინიციატივა, რომელიც თბილისელებს და სტუმრებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.

„თავისუფლების ქარხნის“ საინიციატივო ჯგუფი იწვევს ყველა თავისუფალ და თავისუფლებისმოყვარე ადამიანს, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო თავისუფლებისთვის ბრძოლა და რომელიც ეთანხმება ამ პრინციპების შინაარსს და იზიარებს მათ. ვისაც აქვს საინტერესო  და კრეატიული იდეები, ნამუშევრები თუ გამოგონებები, სურს მიიღოს ცოდნა ან გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება სხვებს. ვიწვევთ ყველას, ვისაც თავისუფალ გარემოში საკუთარი თავის რეალიზაცია სურს, ყველას, ვისაც თავისუფლების შენებაში ერთი აგურის დადება მაინც შეუძლია. 


აღნიშნული იდეის, ინციიატივისა და პროექტების განხორციელებას აბრკოლებს ის ფაქტი რომ აღნიშნული ტერიტორია 2015 წლიდან  სასამართლო დავის საგანია. ასევე  აღნიშნული პროცესები ურყოფით გავლენას ახდენს  თავისუფლების ქარხანის  სამომავლო გეგმებზე.ღვინის ქარხანა #1 იურისტის არჩილ თაბაგარის განცხადებით, ობიექტი სრულიად გამჭვირვალედ იქნა შესყიდული 2013-2014 წლებში. „საკუთრების შეძენის დროს არ არსებობდა არავითარი დავა ობიექტის შესახებ და საჯარო რეესტრი, როგორც სახელმწიფოს მხრიდან უფლებამოსილი ერთადერთი ორგანო, მის მიერ გაცემულ ამონაწერში, არ იძლეოდა ინფორმაციას ობიექტის მიმართ რაიმე სამართლებრივი პრეტენზიის არსებობის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ ვენდეთ სახელმწიფოს და ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ობიექტის შეძენიდან თითქმის 2 წლის გასვლის შემდეგ საკუთრება სრულიად გამჭვირვალედ შეძენილ ობიექტზე აღმოჩნდებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ. "თავისუფლების ქარხანის" იდეის განვითარება ორგანულად არის დაკავშირებული ჩვენს ჯგუფთან, შესაბამისად, მოცემულ საქმეში უკვე ჩაერთვნენ იურიდიული აკადემიური წრეების წარმომადგენლები, კერძოდ თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესურა. მათი ავტორობით მომზადდა დამოუკიდებელი სამართლებრივი დასკვნა. 

დასკვნაში გამოიკვეთა,  რომ სარჩელს რომელიც აღძრულია ჩვენს წინააღმდეგ არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი პერსპექტივა!! ჩვენ მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი ახალი მტკიცებულებები, რომელიც უკვე სრულიად ააშკარავებს მოდავე მხარის არაკეთილსინდისიერებას და მათ სარჩელს. ამ ახალი მტკიცებულებებს ჩვენ ძალიან მალე წარვუდგენთ სასამართლოს,“ - განმარტავს იურისტი.ღონისძიებაზე ასევე დაანონსდა, რომ აღნინშულ საქმეზე 10 ოქტომბერს 11 საათზე უკვე დაინიშნა სასამართლოს მთავარი მოსმენა: „საზოგადოებას ვთხოვ, რომ მობრძანდნენ სხდომაზე და დაგვიჭირონ მხარი, რადგან მჯერა რომ სიმართლე არის ჩვენ მხარეს, სიმართლე არის თავისუფლების მხარეს!“


თეგები :