• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

Bavaria და „ქართული ლუდის კომპანია” ურთიერთობის გაღრმავების ახალ ეტაპზე გადადიან

ქართული ლუდის კომპანიადა ლუდის 3 საუკუნოვანი ბრენდი Bavaria ნაყოფიერი თანამშრომლობის 4 წლიან ისტორიას აჯამებენ.

10 წლის განმავლობაში საქართველოსა და რეგიონში Bavaria- ექსკლუზიური ლიცენზიატი სსქართული ლუდის კომპანიაა“, რომელიც Bavaria- 2016 წლიდან აწარმოებს.

სვინკელსების სამეფო ოჯახი, რომელიც გლობალურ ბრენდ Bavaria- წარმოადგენს, სამომავლო გეგმების და ბიზნესურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად საქართველოს, კერძოდ კი სსქართული ლუდის კომპანიისზედაზენის საწარმოს სტუმრობს.

ქართული ლუდის კომპანიისმიერ ჩამოსხმული Bavaria მალე რეგიონის ფარგლებს გარეთ გავა და ახალ ბაზრებს დაიპყრობს.

მათი სტუმრობა არის კიდევ ერთი დასტური კომპანიებს შორის ჩამოყალიბებული მყარი პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების. შეხვედრა მეტად საქმიანი იყო, სადაც ბრენდთან მიმართებაში სამომავლო გეგმები განვიხილეთ, რადგან შიდა ბაზრების გარდა, დაგეგმილია ბრენდის ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც.

საქართველო დღეს წარმოადგენს რეგიონალურ ჰაბს, მისი გეოგრაფიული ლოკაცია ყველა გლობალური ბრენდისთვის საინტერესოა. ზედაზენის საწარმო საშუალებები, ევროპული ტექნოლოგია და სტანდარტები უზრუნველყოფს გლობალური ბრენდების მოთხოვნის შესაბამისი ხარისხის მიწოდებას, რის გამოც ჩვენი კომპანია საინტერესოა ისეთი გიგანტი ბრენდისთვის როგორც არის Bavaria.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ახალი ბაზრის ათვისება. ჩვენი პარტნიორების სტუმრობის მიზეზიც სწორედ ეს არის, უპირველეს ყოვლისა მათი დასტური ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების 2026 წლამდე გახანგრძლივებაზე და მეორეც, ბრენდის სამომავლო გეგმების გაფართოების პერსპექტივების განხილვა ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე“, - აცხადებს სსქართული ლუდის კომპანიის    დირექტორი კახაბერ კოტრიკაძე.

საქართველოსა და რეგიონში  ბიზნესპარტნიორთან ურთიერთობით და ლუდის  გაყიდვებით კმაყოფილნი არიან სვინკელსების სამეფო ოჯახშისვინკელსების სამეფო საოჯახო ლუდსახარშის გენერალური დირექტორი პიტერ სვინკელსი აცხადებს, რომქართულ ლუდის კომპანიასთანთანამშრომლობით Bavaria საქართველოს ბაზრის ლიდერია.

ოჯახისათვის მნიშვნელოვანია რეგიონში ისეთი პარტნიორის ყოლა როგორიც არისზედაზენი“, რადგან სწორედ ამ კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად გლობალური ბრენდი Bavaria, ლიცენზირებულ ბრენდებს შორის, საქართველოს ბაზრის უპირობო ლიდერია და ასევე წარმოდგენილია მეზობელ ქვეყნებში. დღეს ჩვენი ვიზიტის მიზანია ბრენდის გაფართოების და სამომავლო გეგმების განხილვა“, -აღნიშნა პიტერ სვინკელსმა.

2019 წელს გლობალური ბრენდი Bavaria 300 წლის გახდა, რის გამოც ბრენდმა არაერთი აქტივობა და პრომო აქცია დაგეგმა. სწორედ ასეთი აქტივობების გამარჯვებულები, „ზედაზენისდახმარებით, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, Bavaria- გლობალურ დაბადების დღეს ამსტერდამში დაესწრნენ.


თეგები :