• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ოქტომბერში დედაქალაქში 7053 სასიკვდილო დანადგარები ჩახსნეს ქსელიდან

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საცხოვრებელ ბინებში გაზგაყვანილობისა და გაზდანადგარების შემოწმება.

 

კომპანიათბილისი ენერჯისსპეციალისტები სრულად მობილიზებულები არიან და გეგმური შემოწმებების გარდა, ინტენსიურად მიმდინარეობს გაზგაყვანილობისა და შიდა ქსელის კონტროლი

 

მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში აბონენტების ნაწილი გაზის ქსელის უსაფრთხოებას არ იცავს. ისინი კარს არ უღებენ გაზის უსაფრთხოების სპეციალისტებს და საშუალებას არ აძლევს, ბინაში დამონტაჟებული საშიში დანადგარი ქსელიდან ჩახსნან, სრულად აიგნორებენ გაფრთხილებებს. ერთხელ უკვე ჩაჭრილ, სასიკვდილო დანადგარებს ხელმეორედ, თვითნებურად აერთებენ ქსელზე, რითაც საფრთხეში ადებენ არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, არამედ კორპუსში მცხოვრები მეზობლების ჯანმრთელობასაც.

 

კომპანიათბილისი ენერჯიკიდევ ერთხელ შეგახსენებთ - კუსტარულად, ქსელზე თვითნებურად დაერთებული ნებისმიერი ტიპის დანადგარის მოხმარება დაუშვებელია. ასევე, სასიკვდილოა ღია წვის კამერიანი დანადგარები (გაზზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები ან გამათბობლები, რომლებიც ჟანგბადს ოთახიდან იღებენ). ნუ გარისკავთ საკუთარი ოჯახის წევრებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლით. გაითვალისწინეთ ჩვენი სპეციალისტების რეკომენდაციები. მხოლოდ ოქტომბერში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 7053 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები. ქსელიდან ჩახსნილი სახიფათო დანადგარებისა და მოუწესრიგებელი გაზგაყვანილობის სტატისტიკა უბნების მიხედვით ასეთია:

 

სამგორი 1661

ისანი-ვაზისუბანი 1481

გლდანი 947

სანზონა 638

საბურთალო 463

დიღომი 317

ნუცუბიძე 267

დიდუბე 236

ჩუღურეთი 226

ნაძალადევი 223

ვაკე 214

კრწანისი 202

მთაწმინდა 158

წყნეთი 20

სულ 7053


თეგები :