• თბილისი
  • 9°C
  • 11 დეკემბერი, 2019
article

თბილისში ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალი სივრცე გაიხსნა

ყველაფერი ერთ სივრცეში - ქალაქის ცენტრში

10 ნოემბერს, ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალი ცენტრი, „ტალღა“ გაიხსნა.
ეს არის სივრცე, რომელიც ბავშვთა სპას, ხელოვნების სტუდიასა და ფოტოსტუდიას აერთიანებს.
ახალ ცენტრში თქვენს პატარებს პედიატრი, ბავშვთა ფსიქოლოგი, მასაჟისტი და გამოცდილი ინსტრუქტორები მოგემსახურებიან.

თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი სპა ცენტრში დაგხვდებათ საცურაო აუზები 1 თვიდან 12 თვემდე ჩვილებისთვის ინდივიდუალური საცურაო აუზები. ასევე, 1-დან 4 წლამდე ბავშვებისთვის დიდი საცურაო აუზი, სადაც ცურვის ინსტრუქტორები ინდივიდუალურ გაკვეთილებს ჩაატარებენ.

თითო გაკვეთილის ხანგრძლივობა ნახევარი საათიდან 40 წუთამდე გრძელდება.
ყველა ბავშვი წყალში ჩასვლამდე გაისინჯება პედიატრის მიერ. ცურვის შემდეგ კი შესაძლებელი იქნება მასაჟისტის მომსახურების მიღება.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტუდიას თამარ ჯაყელი ხელმძღვანელობს, რომელიც მხატვარი და განათლების სპეციალისტია. განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ექსპერტი, ტრენერი, გრიფირებული სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი და ილუსტრატორი.

ბავშვთა სპა ცენტრში ბავშვთა ფსიქოლოგის სამსახურიც ფუნქციონირებს, რომელსაც გამოცდილი ბავშვთა ფსიქოლოგი, თამარ კიკნაძე ხელმძღვანელობს.

ჩვენს სივრცეში მამუკა ხელაშვილის ფოტოსტუდია ფუნქციონირებს. ფოტოსტუდიაში, ფოტოების გადაღების გარდა მსურველს ექნება შესაძლებლობა ორი კურსი, დამწყები ფოტოგრაფებისთვის, ასევე მოყვარული ფოტოგრაფებისთვის მოისმინონ.
მამუკა ხელაშვილი არის უმაღლესი, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი სარეკლამო ფოტოგრაფი! მას აქვს მუშაობის 35 წლიანი გამოცდილება და განხორციელებული აქვს მრავალი წარმატებული პროექტი მსოფლიოს არაერთი წამყვანი ბრენდისთვის.

ბავშვთა სპა ცენტრი, ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერია ერთ სივრცეში პატარებისთვის.
ოფიციალურ გახნის ცერემონიალზე მომხმარებელს ჰქონდა საშუალებადაეთვალიერებინა ტერიტორია და გაცნობოდნენ ყველა დეტალს, რაც მშობლებისთვის საინტერესოა.


თეგები :