• თბილისი
  • 9°C
  • 11 დეკემბერი, 2019
article

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები მარტინ სკორსეზეს ფილმებით გრძელდება

კინოთეატრამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდებაკინოკოლექციის მარათონი 16 ნოემბრიდან მარტინ სკორსეზეს ფილმებით გაგრძელდება.

 აფიშა:

·       16 ნოემბერი - „ტაქსის მძღოლი

·       17 ნოემბერი - „ცოფიანი ხარი

·       22 ნოემბერი - „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება

·       23 ნოემბერი - „მაგარი ბიჭები

·       24 ნოემბერი - „კომედიის მეფე

16 ნოემბერს, ფილმის დაწყებამდე, 20:30-ზე სკორსეზეს შემოქმედებაზე აუდიტორიის წინაშე რეჟისორი დავით გაბუნია ისაუბრებს.

კინოთეატრამირანისადა თიბისი სტატუსის თანამედროვე კინოკლასიკის პროექტის ფარგლებში ეკრანი უკვე დაეთმო კვენტინ ტარანტინოს, ვუდი ალენისა და სტენლი კუბრიკის შემოქმედებას. 

ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი და სხვა. 

კინოსეანსები ინგლისურ ენაზე ჩატარდება. 

ბილეთის ფასი 15 ლარია, ერთთვიანი აბონემენტის კი - 50 ლარი. 

თიბისი სტატუსის მომხმარებლები ბილეთის შეძენისას tkt.ge-ზე 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ. 

ყოველი სეანსი 21:00 საათზე დაიწყება.


თეგები :