• თბილისი
  • 4°C
  • 17 თებერვალი, 2020
article

თიბისი ბანკი მომხმარებელს თანხის QR კოდით განაღდების ინოვაციურ სერვისს სთავაზობს

პირველად საქართველოში, თიბისის ბანკომატებიდან თანხის განაღდება უკვე ბარათის გარეშეQR კოდით არის შესაძლებელისიახლე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ანდროიდის მომხმარებლებისთვის. 

თანხის QR კოდით განაღდება არსებულ პროცესთან შედარებით გაცილებით სწრაფი და მარტივია, (20 წამზე ნაკლები) რაც კიდევ უფრო დაზოგავს მომხმარებლის დროს. 

მომსახურებით სარგებლობისთვისმომხმარებელმა თიბისის  მობაილბანკში, ზედა მარჯვენა კუთხეში QR კოდის სიმბოლოს უნდა დააჭიროს და სასურველი რაოდენობის თანხა აპლიკაციაშივე მიუთითოს. 

QR კოდით თანხის განაღდება სრულიად უსაფრთხო და დაცულია. მომხმარებლის იდენთიფიკაცია  ბიომეტრიულად - თითის/სახის ანაბეჭდით ან მობაილბანკში შესვლის სხვა მეთოდებით ხორციელდება. განაღდების ერთჯერადი ლიმიტი 1 000 ლარს შეადგენს, დღის ლიმიტი კი - 3000 ლარს. 

თიბისი მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს ისეთი პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს, რაც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. მოხარული ვართ, რომ დღეიდან თანხის ბანკომატიდან განაღდება კიდევ უფრო სწრაფად, ბარათის გამოყენების გარეშე იქნება  შესაძლებელი“, - ვაჟა ბერიაშვილი, თიბისის გადახდების განვითარების ლიგის უფროსი. 

ინოვაციური სერვისით სარგებლობას უახლოეს მომავალში ანდროიდის მომხმარებლებთან ერთად,  IOS-ის მომხმარებლებიც შეძლებენ. 

QR კოდით განაღდების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზეhttps://www.tbcbank.ge/web/en/web/guest/qr-campaign .


თეგები :