• თბილისი
  • 31°C
  • 04 ივნისი, 2020
article

თიბისი ბანკმა EBRD-ისგან 65 მლნ ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

 

თიბისი ბანკმა და ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკმა (EBRD) სამ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. პარტნიორობის ფარგლებში, მოზიდული 65 მლნ ლარი მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით ინვესტიციებს მოხმარდება.

დაფინანსება მოიცავს ფართომასშტაბური ტექნიკური კონსულტაციების პაკეტს, რომლის თანადაფინანსებას კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) და ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს. პარტნიორობის მიზანი მწვანე საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა და მათი განხორცილებაა. დაფინანსება მოხმარდება ისეთი ტექნოლოგიების განვთარებას, როგორებიცაა, მაგალითად: თერმო იზოლაციამზის ფოტოელექტრული სისტემები (პანელები), გეოთერმული თბოტექნიკა, ფექტური სარწყავი სისტემები. მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ფარგლებშიბიზნესებს შესთავაზებენ კონსულტაციებს საქართველოში ხელმისაწვდომი მწვანე ტექნოლოგიების შესახებ.

მწვანე ეკონომიკის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოში. კომპანიების და კერძო პირებისათვის ენერგიის მოხმარება მნიშვნელოვან ხარჯებს უკავშირდება. აღნიშნული ინვესტიცია დაეხმარება მათ მნიშვნელოვნად დაზოგონ ენერგომოხმარება და გაზარდონ კონკურენტუნარიანობა“, - განაცხადა  კატარინა ბიორინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში.

უკვე 20 წელზე მეტია EBRD ჩვენი პარტნიორია. ამ ძალიან წარმატებული თანამშრომლობის მანძილზე, EBRD - თიბისი ბანკს სხვადასხვა სასესხო პროდუქტით, ტექნიკური დახმარების პროგრამითა და კაპიტალში ინვესტიციებით უჭერს მხარს. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსური სექტორისათვის, რადგან ეს ამცირებს უცხოურ ვალუტაში სესხებზე დამოკიდებულების ხარისხს და იცავს ბიზნესებს და კერძო პირებს პირდაპირი სავალუტო რისკებისაგან. აღნიშნული პარტნიორობით, თიბისი ბანკი განაგრძობს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობას და  ქვეყანაში სამუშაო ადგილების ზრდას“, - განაცხადა  თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმავახტანგ ბუცხრიკიძემ.

EBRD (ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი) წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორია საქართველოში. ბანკმა წლების განმავლობაში საქართველოში უკვე 3.6 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 239 პროექტში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკის სფეროებში. ინვესტიციების 89% კერძო სექტორზე მოდის.

 

 


თეგები :