• თბილისი
  • 13°C
  • 30 მარტი, 2020
article

მაგთიკომმა კინგსის ოლიმპიადაში გამარჯვებული 70 მოსწავლე დააჯილდოვა

მაგთი განათლებისთვის“  წლებია  ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას, მოტივაციას ისახავს მიზნად და სხვადასხვა თემატიკისა და მიმართულების საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობს.

2019 წელს მაგთიკომი კინგსის ოლიმპიადის პარტნიორიც გახდა, რომელიც მე-2-დან მე-12 კლასამდე მოსწავლეებისთვის საგნობრივ ოლიმპიადებს ატარებს მათემატიკაში, ქართულსა და  ინგლისურ ენებშიკინგსის ოლიმპიადებში  100 000-ზე მეტი ბავშვია ჩართული და მსურველთა რაოდენობა ყოველ წელს მატულობს. 

2019 წელს მაგთიკომი კინგსის ოლიმპიადის გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონების მხარდამჭერი გახდა და 70 მოსწავლე დააჯილდოვა:    

გამარჯვებული ბავშვები  მაგთიკომისგან მიიღებენ 1-წლიან სტიპენდიას, ასევე 1-წლიან მომსახურების პაკეტებს, მათ შორის სრული საკომუნიკაციო მომსახურების პაკეტსაც.

მაგთიკომმა სხვაკინგსელებიცწაახალისა: ტესტებში ჩაიდო მაგთის ბონუს კითხვა, რომელზეც სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლეებსმაგთის აკადემიურ კლუბშიგაწევრიანების საშუალება მიეცათ,  რაც კომპანიისგან მობილური სერვისის ბონუსების მიღებას გულისხმობს. 

დღეს, როდესაც ახალ გამოწვევებს დროული და ინოვაციური გადაწყვეტები სჭირდებაგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობის განათლებაში მონაწილეობა, ახალგაზრდების ხელშეწყობა და წახალისება. განათლებული მომავალი თაობა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის სწრაფი განვითარების საწინდარია. ამიტომ მაგთიკომი მუდამ ცდილობს ხელი შეუწყოს მათი ცოდნის გაღრმავებას და განვითარებას“, - აცხადებენ მაგთიკომში.


თეგები :