• თბილისი
  • 15°C
  • 19 თებერვალი, 2020
article

თიბისიმ მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკი განაახლა

მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული თიბისის მობაილბანკი ვიზუალურად მთლიანად განახლდა. მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივების მიზნით, აპლიკაცია კიდევ უფრო მოქნილი, თანამედროვე და დახვეწილი გახდა

 

განახლებული მობაილბანკი უფრო მეტად მოერგო მომხმარებლის სურვილებს და საჭიროებებს.

 

რედიზაინის შედეგად შეიცვალა:

·         აპლიკაციის მთლიანი ვიზუალური სტილი;

·         აპლიკაციის მთავარი გვერდი, რომელიც კიდევ უფრო სადა გახდა;

·         დაემატა მუქი დიზაინის ვერსია;

·         დაიხვეწახმოვანი ასისტენტისფუნქციონალი და ვიზუალური მხარე;

·         ჩემი პროდუქტებისგვერდზე წინა პლანზე გამოვიდა ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფუნქციები;

·         საკრედიტო ბარათის მონაცემები და დაგროვებული ერთგული ქულები გამოვიდა მთავარ გვერდზე;

·         ბლოკირებული თანხების განყოფილება გაქრა და  ის ტრანზაქციების გრაფაში გაერთიანდა;

·         შეიცვალაჩემი ხარჯებისგანყოფილების ვიზუალი სტილი.

თიბისის მობაილბანკი ასე მასშტაბურად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად განახლდა. აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის როგორც  app store-ზე, ისე -  google play-ზე.

 

მომხმარებლების ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად, აპლიკაციის რედიზაინის პროექტზე თიბისის მობაილბანკის გუნდმა 10 თვის განმავლობაში იმუშავა. ცვლილებები პროცესში მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად დაინერგა.


თეგები :