• თბილისი
  • 32°C
  • 02 ივლისი, 2020
article

თიბისი დაზღვევა COVID-19-ის გართულებულ შემთხვევებს დააზღვევს

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტსCOVID-19-ის გართულებული შემთხვევების დაზღვევას სთავაზობს.

დაზღვევა ვირუსით ინფიცირების ორი სახის შემთხვევას დაფარავს:

1. დაზღვეულს, რომელსაც ახალი კორონავირუსი  დაუდგინდება და სამედიცინო დაწესებულებაში დაავადების მძიმე მიმდინაროებით მოხვდება,  ერთჯერადად 10 000 ლარი გადაეცემა, რომლის გამოყენება პაციენტს ნებისმიერი მიზნით შეეძლება.

2. სიცოცხლის დაზღვევა, ლეტალური შედეგის შემთხვევაში, დაზღვეულის ოჯახისთვის 50 000 ლარის გადაცემას გულისხმობსაღნიშნულ დაზღვევას მოცდის პერიოდი აქვს, რაც ნიშნავს, რომ  დაზღვევა პოლისის გაფორმებიდან 20 დღის შემდეგ დაფიქსირებულ შემთხვევებს აანაზღაურებს.

დაზღვევის  ღირებულება 19 ლარია და მისი შეძენა 18-დან 65 წლამდე ნებისმიერ მსურველს on.tbcinsurance.ge-ზეერთჯერადი გადახდით შეუძლია. დაზღვევა ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2020-მდე მოქმედებს.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. თუმცა, მკურნალობის გარდა, ასეთ დროს ბევრი გაუთვალისწინებელი  ხარჯი ჩნდება. სწორედ ამიტომ COVID-19-ის გართულებებისგან დასაზღვევად სიცოცხლის დაზღვევის ახალი პროდუქტი შევქმენით, რომელიც დაზღვეულისა და მისი ოჯახის წევრების ყოველდღიური ცხოვრების მატერიალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.“ - პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.“


თეგები :