• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

„წაახალისე, რას ელოდები?“ - „ზუმერი“ აბიტურიენტებს სახალისო კამპანიით უჭერს მხარს

უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდებისთვის მზადება ადამიანებს საკმაოდ სტრესულ მოგონებებს უტოვებს. ასეთ სტრესულ პერიოდში კი არსებობს ისეთი სიტუაციებიც, რომლებიც ისედაც განერვიულებულ აბიტურიენტებს უარესად აბნევენ.

ტექნიკის ბრენდმა, „ზუმერმა“ გაზაფხული-ზაფხულის ყველაზე განერვიულებულ სეგმენტზე, აბიტურიენტებზე, იზრუნა და სახალისო ვიდეოში ყველა ის სიტუაცია და გმირი გააერთიანა, რომელიც ასეთი პერიოდის თანმდევია.

უეცრად მოწყობილი „გამოცდები“ ნათესაურ შეკრებებზე

ამ დაკითხვას არავითარი კავშირი არ აქვთ განვლილი მასალების გადამეორებასთან. ნათესავები აუცილებლად იკითხავენ, სად აბარებ, პირველი რა გიწერია, რომელ მასწავლებელთან ემზადები და იმასთან (ვიღაც უფრო ავტორიტეტულთან) რატომ - არა და ა.შ. 

თუ მეცადინეობა არ გინდა...

აბსოლუტურად გასაგებია მშობლების ნერვიულობა, ისინი ხომ შვილების მომავალზე უფრო ღელავენ, ვიდრე - თავად ახალგაზრდები. მაგრამ ნერვიულობის სწორად გაზიარებასაც ცოდნა უნდა, მით უმეტეს, ისედაც დასტრესილი აბიტურიენტისთვის. „თუ მეცადინეობა არ გინდა, ან თოხნე, ან ბარე, ან ჯარში წადი“ - ბრიტანელი მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ ეს ფორმულირება სულაც არ უწყობს ხელს აბიტურიენტში მებრძოლი სულისკვეთების გაღვივებას. თანაც, სიმართლე რომ ვთქვათ, მიწის დამუშავება და სამხედრო სამსახური სწავლაზე არანაკლებ ღირსეული საქმიანობაა. 

კონკურენცია სხვის შვილებთან

რაც არ უნდა ბეჯითად მეცადინეობდეს აბიტურიენტი, მის სანაცნობო წრეში აუცილებლად აღმოჩნდება ვიღაც, ვინც მასზე თავგანწირვით შრომობს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს დედა... თორემ კაცმა არ იცის, რამდენად თავაუღებლად სწავლობს საათობით ვინმე 18-19 წლის ახალგაზრდა გოგო ან ბიჭი და რამდენად არ იღლება არასდროს. ამას ვერავინ გადაამოწმებს, ამიტომაც შვილების შედარების მოძველებული და მანკიერი ტრადიცია უნდა დასრულდეს. 

გამოცდების სირთულის შედარება თაობებს შორის

გახსოვთ, მულტსერიალი „ცხოვრება ლუისთან?“ ლუი ანდერსონს მამამისი ყოველწუთას ახსენებს, რომ მის დროს უფრო რთულად ხდებოდა რაღაცები და, შესაბამისად, მამა მას ყოველთვის სჯობდა. „გამოცდები ჩემს დროს იყო თუ იყო, აბა ახლა რა გამოცდებია“ ფრაზაც სწორედ ამ ჟანრს მიეკუთვნება. რაც არ უნდა გჯეროდეთ, რომ თქვენ უფრო მეტი იმეცადინეთ და უფრო დიდი კონკურენცია შეგხვდათ მისაღებ გამოცდებზე, ამის ანერვიულებულ შვილთან განხილვა მაინც არ ღირს. ყოველ შემთხვევაში - გამოცდებამდე.

თქვენ რას დაამატებდით ამ სიას? რა გაბნევდათ ყველაზე მეტად?  


თეგები :