• თბილისი
  • 12°C
  • 27 იანვარი, 2021
article

სტარტაპ გრაინდი ქართულ სტარტაპებს სტარტაპ პროგრამაში მონაწილეობისთვის იწვევს

„აჭარაბეთი“ განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით და სტარტაპ გრაინდის ორგანიზებით 10-12 დეკემბერს, ევროპა-აზიის ტექნოლოგიური კონფერენცია გაიმართება.  სამ დღიანი ღონისძიება აერთიანებს 5,000-ზე მეტ მონაწილეს, 100-ზე მეტ სპიკერს და სტარტაპებს 50-ზე მეტი ქვეყნიდან.

ღონისძიება სტარტაპების საერთაშორისო შეჯიბრის - Startup World Cup-ის ნახევარ ფინალსაც უმასპინძლებს.

ვირტუალურ შეჯიბრებრებაში მონაწილეობას მიიღებენ სტარტაპები ევროპისა და აზიის 50-მდე ქვეყნიდან. ფინალამდე, შერჩეული მონაწილეები გაივლიან ტრეინინგების და მენტორინგის სესიებს, სილიკონ ველის ექსპერტებთან. გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოხვდება და გამარჯვებისთვის იბრძოლებს, სადაც საპრიზო ფონდი 1,000,000 აშშ დოლარს შეადგენს..

შეჯიბრის გარდა, ქართულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, კონფერენციაზე სამი დღის განმავლობაში, სტარტაპ გამოფენაზე (Startup Showcase) მიიღონ მონაწილეობა, ევროპა-აზიის წამყვანს სტარტაპებთან ერთად, დაამყარონ ახალი კავშირები სხვა ქვეყნის სტარტაპებთან და გაიზიარონ მათი გამოცდილება, გააცნონ პროექტები ღონისძიებაში მონაწილე 5,000-მდე დელეგატს, მაშ შორის, წამყვან ინვესტორებს და ვენჩურულ ფონდებს, დაგეგმონ მათთან შეხვედრები და წარუდგინონ პროექტები.

სტარტაპებს Startup World Cup-ის შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 3 დეკემბრამდე შეუძლიათ, ხოლო Startup Showcase-ზე მონაწილეობისთვის, ბილეთების შეძენა 8 დეკემბრამდე ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი: www.startupgrind.ge


თეგები :