• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

თურქულმა ტანკებმა სირიის საზღვარი გადაკვეთეს

თურქულმა სატანკო შენაერთებმა სირიის საზღვარი გადაკვეთეს და ქალაქ ჯერაბლუსისკენ მიიწევენ, - ამ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

თურქული მედიის ცნობით, საზღვარი 20-მდე ტანკმა გადაკვეთა. ანკარა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციას ატარებს.

ჯერაბლუსი თურქეთის საზღვრიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს. ეს ქალაქი „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2013 წელს დაიკავა.

სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოპერაცია ქურთი ტერორისტების წინააღმდეგაც არის მიმართული, რომლებსაც ანკარა ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს.


თეგები :