• თბილისი
  • 10°C
  • 09 დეკემბერი, 2019
article

"ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ და მთელ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ მოვილაპარაკეთ"

აშშ-მ და რუსეთმა ვერ შეძლეს სირიაში შერიგების რეჟიმის აღდგენაზე მოლაპარაკება. "ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ და მთელ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ მოვილაპარაკეთ, ეს ასე არაა"-განაცხადა აშშ-ის სახელწმიფო მდივანმა ჯონ კერიმ მრავალმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის წარმომადგენელი მაღალი რანგის დიპლომატები მონაწილეობდნენ. სირიაში გაეროს სპეც-წარმომაგენლის სტეფან დე მისუტას თქმით ნიუ-იორკში გამართული მოლაპარაკებები იყო "გრძელი, მტკივნეული და იმედგამაცრუებელი". მისუტა თვლის რომ უახლოესი დღეები სამშვიდობო პროცესისთვის კრიტკული მნიშვნელობისა იქნება.

კერიმ განაცხადა, რომ ნდობის აღსადგენად აუცილებელია იმ მხარეებმა ვინც ჰაერში საბძოლო მოქმედებებს ახორციელებს, შეწყვიტოს ამის კეთება. ლავროვმა კი განაცხადა რომ მაშინ ბრძოლა სირიულმა ოპოზიციამაც უნდა შეწყვიტოს.

შეგახსენებთ, შერიგების რეჟიმი, რომელზეც ლავროვი და კერი9 სექტემბერს შეთანხმდნენ რამდენიმე ინციდენტის შემდეგ დაირღვა.
 განსაკუთრებული აღშფორება გაერო-ს მიერ ალეპოში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის კოლონაზე თავდასხმას მოჰყვა. აშშ ავტო-კოლონის განადგურებაში მოსკოვსა და დამასკოს ადანაშაულებს, რუსეთი კი თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს.


თეგები :