• თბილისი
  • 12°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარ აფეთქებას სამი სამხედრო ემსხვერპლა

სულ მცირე სამი სამხედრო ემსხვერპლა 26 სექტემბერს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარ აფეთქებას. 

დაშავებულია 8 პირი. აფეთქება იმ გზაზე მოხდა, რომელზეც სამხედროებით სავსე ავტობუსი გადაადგილდებოდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ ტერორიტუულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერაქტის უკან ქურთისტანის მუშათა პარტია დგას.

ცნობისთვის, ქურთმა მებრძოლებმა თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძლა გასული წლის ივლისში განაახლეს. დაჯგუფების წევრების სამიზნე ხშირად ხდებიან პოლიციელები და სამხედროები.


თეგები :