• თბილისი
  • 10°C
  • 14 დეკემბერი, 2019
article

ეგვიპტეში მომხდარ აფეთქებას 12 სამხედრო ემსხვერპლა

ეგვიპტეში,სინაის კუნძულის ჩრდილოეთით, უსაფრთხოების გამშვებ პუნქტზე მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 12 სამხედრო ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.

აფეთქება, სავარაუდოდ, ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა.

ეგვიპტელი სამხედროების ინფორმაციით, საპასუხოდ მათ 15 თავდამსხმელი მოკლეს.

Reuters-ის ინფორმაციით, ეს პირველი მნიშვნელოვანი თავდასხმაა ჩრდილოეთ სინაის პროვინციის ცენტრალურ ნაწილზე, სადაც ისლამისტების შეტევები იშვიათია.

ცნობისთვის, ეგვიპტის ხელისუფლება ამბოხებულებთან ბრძოლას სინაის ნახევარკუნძულზე 2011 წლიდან აწარმოებს. 


თეგები :