• თბილისი
  • 13°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

სამხედრო ოპერაციის მესამე დღე მოსულში - ავიაიერიშები გრძელდება

დღეს მოსულში სამხედრო ოპერაციის მესამე დღეა.  ბოლო 24 საათის  განმავლობაში ერაყულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე  ავიაიერიშები რამდენჯერმე მიიტანეს. 

სამხედრო ოპერაციაში ჩართულნი არიან ქურთი მებრძოლებიც. მასირებული შტურმის გამო მოსულს ათასობით ადამიანი ტოვებს.

საქველმოქმედო ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვების“ მონაცემებით, ბოლო 10 დღის განმავლობაში ერაყიდან სირიის ტერიტორიაზე 5 ათასამდე ადამიანი გადავიდა. ერაყის სამთავრობო ძალებმა  ისლამისტებისგან მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყეს.


თეგები :