• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

"ისლამურ სახელმწიფოს" ლიბიაშიც ებრძვიან - ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო

სირიისა და ერაყის პარალელურად, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა ლიბიაშიც გააქტიურდა. 

სახელისუფლებო ძალები ისლამისტებს ქალაქ სირტის მიმართულებით უტევენ. რაიონს ამ დრომდე  ისლამისტები აკონტროლებენ.  ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ საავიაციო ოპერაციას კოალიციური ძალები შტატების ხელმძღვანელობით აგვისტოს შემდეგ ატარებს. 

სირიაში ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებისთვის ზომების მიღების ინიციატივით გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნიც გამოვიდა. 

გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელი კონფლიქტის ზონაში გამოცხადებულ ჰუმანიტარულ პაუზას მიესალმა და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის პირობის გახანგრძლივებისკენ მოუწოდა.



თეგები :