• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

ერაყის არმიამ მოსულის ფრონტის ხაზი დანაკარგების გარეშე გაარღვია

ერაყის არმიამ ქალაქ მოსულის ფრონტის ხაზი დანაკარგების გარეშე დაარღვია.

ინფორმაციას BBC ერაყის სამთავრობო ძალების პრესსპიკერ საბაჯ ალ-ნუმანიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ალ-ნუმანის თქმით, სამხედროებმა "ისლამური სახელმწიფოს" უამრავი მებრძოლის ლიკვიდირება შეძლეს.

BBC-ისვე ცნობით, ერაყის არმიამ მოსულის აღმოსავლეთ რაიონ კოკჯალიზე კონტროლი პირველ ნოემბერს ქალაქში შესვლიდან რამდენიმე საათში დაამყარა, შემდეგ კი კარამას რაიონიც დაიკავა. მანამდე კი ერაყის არმიამ მასთან ახლოს მდებარე 11 სოფელი გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსულის გასათავისუფლებლად ოპერაცია სამხედროებმა 17 ოქტომბერს დაიწყეს. 50 000-მდე ერაყელ ჯარისკაცთან ერთად მოსულისთვის, ქურთი მებრძოლები, სუნიტური არაბული ქვეყნების გაერთიანებული ძალები და შიიტი მებრძოლები იბრძვიან. მათ საჰაერო დახმარებას კი საერთაშორისო კოალიციის ავიაცია უწევს.

თეგები :