• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

ტრამპის გამარჯვების შემდეგ, კუბამ სამხედრო სამზადისი დაიწყო

The Guardian წერს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ კუბაზე ხუთდღიანი სამხედრო სწავლება დაიწყო.

ადგილობრივი ხელისულფება არ ადასტურებს სწავლების დაწყების კავშირს ტრამპის გამარჯვებასთან და აცხადებს, რომ ეს ქმედება მტრის შესაძლო თავდასხმას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ასეთი სწავლება, რომელიც კუბაზე უკვე მეშვიდედ ტარდება, ხშირად აშშ-სთან დაძაბულ ურთიერთობას უკავშირდება.

Guardian-ის ინფორმაციით,  სწავლებები მოიცავს სამხედრო დაჯგუფებებისა და ტექნიკის გადაადგილებას, საჭიროების შემთხვევაში კი, აფეთქებებსაც.

შეგახსენებთ, 2 წლის წინ კუბასა და აშშ-ს შორის ურთიერთობა გარკვეულწილად დალაგდა და კუბაზე ტურისტების ნაკადმა საგრძნობად იმატა. ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩასული ადამიანები  კუნძულზე ბიზნესის წამოწყებით იყვნენ დაინტერესებულები.

ახლა კი მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ცხოვრება კვლავ გაუარესდება ტურისტთა ნაკადის შეწყვეტის გამო.

ეს დონალდ ტრამპის განცხადების გამოძახილია. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბარაკ ობამას მიერ კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასა და ორ მხარეს შორის ნორმალიზებულ ურთიერთობას გააუქმებს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი რაულ კასტრო კუნძულზე უფრო მეტი პოლიტიკურ თავისუფლებას არ დასთანხმდება.


თეგები :