• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

ალეპოდან ევაკუაცია გრძელდება - ქალაქს მებრძოლები ტოვებენ

ალეპოს ამბოხებულები ოჯახის წევრებთან ერთად ტოვებენ. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან ევაკუირებულთა პირველი ნაკადი სპეციალური ავტობუსებით გაიყვანეს.

პროცესი ასადის რეჟიმის, რუსეთის, და თურქეთის მიერ მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შედეგად დაიწყო. 

რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, ქალაქი 3 ათასმა მებრძოლმა უკვე დატოვა.  კონფლიქტის ზონიდან გაყვანას ამ დრომდე ათსობით მშვიდობიანი მოქალაქე ელის.

თეგები :