• თბილისი
  • 12°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

"შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც მისაღებია საქართველო გახდეს NATO-ს წევრი"

NDI-ს ახალი კვლევის თანახმად, შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი. 

NDI-ის ცნობით, გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ მათთვის მისაღებია NATO-ში გაწევრიანება, ხოლო 25%-სთვის მიუღებელი. ამასთან, ქართული ოცნების შეხედულებებთან ახლოს მყოფთა 60%-ია NATO-ში გაწევრიანების მსურველი, ხოლო ენმ-ის შეხედულებებთან ახლოს მყოფთა - 79%.
ცნობისთვის, 2016 წლის ივლისში 64%-სთვის იყო მისაღები NATO-ს წევრობა, 2016 წლის მარტში კი, 68%-სთვის.

NDI-ს ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული მოსახლეობის 72%-სთვის მისაღებია „მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი“. დანარჩენი 18 პროცენტისთვის კი - მიუღებელი. ცნობისთვის, 2016 წლის მაისის გამოკითხვის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცვი შემცირებულია.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევა 2016 წლის 4 ნოემბერი 4 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა და მაში მონაწილება  3 141 ადამიანმა მიიღო.


თეგები :