• თბილისი
  • 13°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

"თუ გია ცერცვაძეს რუსეთს გადასცემენ, ქართული ლეგიონი უკრაინას დატოვებს"

უკრაინაში მყოფი ქართველ მოხალისეთა რაზმის - ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ ქართველ სამხედროს გია ცერცვაძეს რუსეთს გადასცემენ, ქართული ლეგიონი პროტესტის ნიშნად უკრაინას დატოვებს.

ქართველი ჯარისკაცი, გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთის ომში, ასევე 2008 წელს, რუსეთის თავდასხმისას, საქართველოსთვის იბრძოდა, 1 კვირის წინ უკრაინაში, ინტერპოლის მოთხოვნით დააპატიმრეს. რუსეთიდან უკრაინაში გადაგზავნილ საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ინტერპოლით ეძებენ.


თეგები :