• თბილისი
  • 13°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

„რბილი“ ნახტომი რუსეთისკენ - საქართველო ნატოს სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

სახელმწიფო მინისტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ნატოს მომავალ სამიტში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს.

ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასული, ცოტა ხნის წინ კი, ოპოზიციიდან კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებული დოლიძე არ აკონკრეტებს, რატომ გადაწყვიტა ქართულმა მხარემ უარი თქვას ნატოს მომავალ სამიტში მონაწილეობის მიღებაზე.

მინისტრი მხოლოდ ზოგადი ფრაზეოლოგიით შემოიფარგლება და აღნიშნავს რომ მომავალი სამიტი, რომლის გამართვის თარიღიც კი არ არის ცნობილი, მხოლოდ გაცნობითი, ე.წ. ტრამპი-ნატოს ღონისძიება იქნება.

თუმცა, გაუგებარია რატომ არ იყენებს ჩვენი ქვეყანა ნატოს ყველა ტრიბუნას, მათ შორის იმიტომ რომ მეტად გააცნოს საკუთარი პრობლემები ამერიკის ახალ ადმინისტრაციას?

ამ კითხვაძე დოლიძეს უცნაური პასუხი აქვს. მინისტრი თან იმას ამბობს რომ საქართველო ნატოს სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს და თან აცხადებს რომ თურმე, დაწყებული აქვს მუშაობა, რათა ჩვენი ქვეყნის პრობლემატიკა გაჟღერდეს.

ისმის კითხვა: თუ ქართული მხარე ცდილობს დაარწმუნოს მეგობარი ქვეყნების პირველი პირები, ნატოს მომავალ სამიტზე ჩვენი ქვეყნის საკითხი დააყენონ, რაღატომ ვამბობთ უარს მასში მონაწილეობაზე?

ექსპერტთა აზრით, ამ დამაზიანებელ და მავნებლურ გადაწყვეტილებას (ნატოს სამიტში არმონაწილეობის თაობაზე) მხოლოდ ორი ახსნა შეიძლება ჰქონდეს.

1. საქართველო „რბილად“ უხვევს ნატოსკენ მიმავალი გზიდან და ნელ-ნელა ითვალისწინებს რუსულ დირექტივას, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ. 

2. ხელისუფლებას არ ესმის რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი სახის ფორუმები ჩვენი ქვეყნის საგარეო ინტერესების ლობირება-განმტკიცებისათვის, რაც თავის მხრივ, ღრმად აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს.

„ასეთი ღონისძიებების გამოტოვება არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით და ვხედავთ.

ნაკლები აქტიურობა, უფრო ზუსტად, საგარეო ფრონტზე პასიურობა, ერთადერთი ამოცანა, რომ ვინმე არ გაგვიბრაზდეს.

ეს არის არასწორი პოლიტიკა“ - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი.


თეგები :