• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

მარგველაშვილმა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები შეიწყალა (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები შეიწყალა.

სავარაუდოდ, ასე სცადა მარგველაშვილმა იმ კრიტიკის ქარცეცხლის გადაფარვა, რომელიც მას ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებული დუმილის გამო დაატყდა თავს. მთავარსარდალმა ცერცვაძის დაცვაც კი არ სცადა.

რაც შეეხება შეწყალებულებს, შეგახსენებთ რომ გუშინ, თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნებს სააპელაციო სასამართლომ მუხლი გადაუკვალიფიცირა, გაფლანგვის ბრალდება მოუხსნა და 7 წლიანი სასჯელიც შეუმცირა.

დაკავებულებს ერთ თვესა და რამდენიმე დღეში უნდა დაეტოვებინათ ციხე. თუმცა, მარგველაშვილმა ისინი ბოლოს და ბოლოს შეიწყალა. 

პრეზიდენტი აქამდე თავს იკავებდა შეეწყალებინა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები. მიუხედავად იმისა რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მათ მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ.

ეჭვები, პოლიტიკური დევნის თაობაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა სატელევიზიო გამოსვლის დროს დეტალურად ისაუბრა იმაზე "თუ როგორ აზარალეს ბიუჯეტი" ალასანიას გუნდის წევრებმა. 

ივანიშვილის ამ განცხადებების შემდეგ დაისვა კითხვა, რომელზეც პასუხი ამ დრომდე არაა: საიდან იცოდა ყოფილმა პრემიერმა საქმის ყველა დეტალი?

ექს-პრემიერის განცხადებებისა და მტკიცებულებების ნაკლებობის გამო, თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავება შეფასდა როგორც მილიuარდელის შურისძიება მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მიმართ.

კანონმდებლობის მიხედვით, შეწყალებულებმა უახლოეს საათში უნდა დატოვონ საპატიმრო დაწესებულება და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ.




თეგები :