• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

პოლკოვნიკისა და გენერლის წოდება ჩამოტარებით - რა ხდება თავდაცვაში?

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, თავის მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს ჯერ პოლკოვნიკობა მიანიჭა, მეორე დღეს კი, მისთვის გენერალ-მაიორის წოდება მოითხოვა.  

იზორიას ბრძანებით, ჩიქოვანს პოლკოვნიკის ჩინი 20 თებერვალს მიანიჭეს. თუმცა, როგორც ჩანს, პოლკოვნიკობა ეცოტავათ და ახლა, გენერალ-მაიორობაზე ჩამოყალიბდნენ...

აღნიშნული მოთხოვნა, იზორიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააგზავნა, სადაც ადასტურებენ რომ თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტისაგან ჩიქოვანისათვის გენერალ-მაიორის წოდების მინჭებას ითხოვს.

ცხადია, ჯერ პოლკოვნიკის, მეორე დღეს კი, გენერლის წოდების მინიჭებას, თავდაცვის სამინისტროში თავისებურად ხსნიან...

უწყებაში ცდილობენ დაამტკიცონ რომ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის საშტატო განრიგში განსაზღვრულია სპეციალური წოდების საშტატო კატეგორია - თავდაცვის გენერალ-მაიორი და თურმე, ამიტომ მოითხოვეს პრეზიდენტისაგან წოდების ამაღლება ქალბატონი ჩიქოვანისათვის.

თავდაცვის სამინსტროში ავიწყდებათ რომ იზორიას მოადგილეს შეეძლო გენერლის წოდების გარეშეც გაეგრძელებინა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება, ისევე როგორც ამას აქამდე აკეთებდა...

თუმცა, შესაძლოა, გენერალ-მაიორის მუნდირს, თუნდაც დაუმსახურებლად მიღებულს, სულ სხვა ეფექტი აქვს.   

რაც შეეხება ბატონ მინისტრს, როგორც ჩანს, იზორია, თუ ადრე ოჯახის წევრებისათვის „სპეციალურ საშვებს“ არიგებდა, ახლა პოლკოვნიკისა და გენერლის წოდებებს გასცემს „ბითუმად“ და "ჩამოტარებით"...


თეგები :