• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

"სირიის ომში სამხედრო დამნაშავე რუსეთიცაა"

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ქალაქ პალმირას ტოვებენ. ამის შესახებ სააგენტო AlMayadeen იუწყება. ტერორისტებმა ქალაქის დიდი ნაწილიდან უკვე გაიყვანეს ჯარები.

გაზეთ Al-Watan-ის ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ჯარებს პალმირას ცენტრალურ ნაწილამდე მხოლოდ ერთი კილომენტრი რჩებათ. ტერორისტებსა და სამთავრობო ძალებს შორის ბრძოლები ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში მიმდინარეობდა. 

გაერო-მ კი ირიაში სამხედრო დამნაშავეები დაასახელა. დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ანგარიში რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დამნაშავე კონფლიქტის ყველა მხარეა. ექსპერტებმა განსაკუთრებული ყურადღება 2016 წელს ალეპოში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს. ანგარიშის მიხედვით, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით ქალაქის აღებაში ჩართულმა ყველა მხარემ სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. დოკუმენტში წერია, რომ სირიის სამთავრობო და რუსეთის საჰაერო ძალებს იერიშები ყოველდღიურად ალეპოს იმ რაიონებზე მიჰქონდათ, სადაც არა ტერორისტული დაჯგუფებები, არამედ ოპოზიციის ობიექტები იყო განთავსებული. ანგარიშის მიხედვით, პერმანენტული იერიშების დროს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, განადგურდა სამედიცინო დაწესებულებებიც. დოკუმენტში წერია, რომ სირიის სამთავრობო ძალები შეგნებულად ბომბავდნენ ჰუმანიტარული ტვირთით სავსე კოლონებსაც. ანგარიშის მიხედვით, სამხედრო დანაშაული მიუძღვის რუსულ მხარესაც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს აკრძალულ კასეტური ბომბებს იყენებდნენ.


თეგები :