• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

რისკები, რომლებსაც აშშ-ის სამხედრო წვრთნები განაპირობებს

BBC-ის ცნობით, ფხენიანის განცხადებით,  სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნებში აშშ-ის ბომბდამშენების მონაწილეობა ბირთვული ომის რისკებს გაზრდის. 

მათი თქმით, ამერიკულ თვითმფრინავებს ბირთვული ბომბების გადატანა და მსხვილი ობიექტების დაბომბვა შეუძლიათ, მაშინ როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი პრევენციული დარტყმების შესაძლებლობაზე საუბრობს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ სამხრეთ კორეაში “ტაადის” ტიპის ამერიკული თავდაცვითი სისტემის განთავსების პროცესი დასრულდა და საჭიროების შემთხვევაში ჩრდილო კორეის რაკეტების განეიტრალება შეუძლია."

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის  განაცხადებით,  ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არსებული დაძაბულობის ფონზე, ის მზად არის  ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდეს.

„თუ მასთან შეხვედრა ჩემთვის ხელსაყრელი იქნებოდა, მე აუცილებლად გავაკეთებდი ამას. ჩემთვის ეს პატივი იქნებოდა”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის განცხადება  თეთრი სახლის პრესსპიკერმა განმარტა და აღნიშნა, რომ შესაძლო მოლაპარაკებების გამართვამდე, ჩრდილოეთ კორეამ პროვოკაციული ქმდებები უნდა შეწყვიტოს და თავშეკავებული გახდეს.


თეგები :