• თბილისი
  • 13°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

მცოცავი ოკუპაციის მორიგი ფაქტი - ბერშუეთის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

შიდა ქართლში, ბერშუეთში ადგილობრივებმა დღეს კიდევ ათი ჰექტარი მიწა დაკარგეს. სოფელში ახალი საოკუპაციო ბანერი გაჩნდა. ე.წ. საზღვრის იქით მოექცა ადგილობრივი ფერმერის ნაკვეთიც.

ფერმერის თქმით, „საზღვარი იყო გაკეთებული და ხუთი დღის წინ გადმოუტანიათ 700-ს მეტრზე, დათესილ ყანაში ჩამოუტანიათ და გვიკრძალავენ შესვლას“. 

„ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ ყველაფერი ისე მოგვარდეს, რომ იქნებ ავიღოთ ეს მოსავალი“, - აღნიშნავს  ხოდელი.

ბერშუეთში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, რომ რუსი ოკუპანტების მხრიდან მოსახლეობის შევიწროვება ყოველდღიურად ხდება. 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას ეცნობიან დეპუტატები და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმოამდგენლები. 

კირბალის თემის გამგებელი დავით ცერცვაძე  ამბობს, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებების გზით ეცდება, მოსახლეობამ საკუთარი მიწიდან მოსავლის აღება შეძლოს.


თეგები :