• თბილისი
  • 8°C
  • 08 დეკემბერი, 2019
article

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო საქართველოში ჩამოასვენეს (ემოციური ვიდეო)

ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროს, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ცხედარი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით ბაგრამის საავიაციო ბაზიდან საქართველოში ჩამოასვენეს.

დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებითა და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სამგლოვიარო მარშის აკომპანირებით გაიმართა.
სამგლოვიარო ცერემონიას პრეზიდენტი, პრემიერი და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. ის 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა. 


დაკრძალვის ცერემონია 10 აგვისტოს გაიმართება.   

თეგები :