• თბილისი
  • 4°C
  • 12 დეკემბერი, 2019
article

ოკუპანტებმა ხურვალეთი-ორჭოსანის მონაკვეთზე ხნული განაახლეს

დღეს დილით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ხურვალეთი-ორჭოსანის მონაკვეთზე ე.წ  ხანძარსაწინააღმდეგო ხნული განაახლეს და ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდან თხრილი გააფართოვეს.

ფაქტი მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრებმა პატრულირებისას დააფიქსირეს. 

პერიმეტრზე ორი ტრაქტორი მუშაობდა. სამუშაოები დილას დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ხნულის განახლების მიზეზი, სავარაუდოდ, ამავე ტერიტორიაზე 10 სექტემბერს გაჩენილი ხაბძარი გახდა. 

ხნულების გავლების პროცესი საოკუპაციო ძალებმა გუშინ დაიწყეს, თუმცა ქართველი სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ მათ ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში გადაინაცვლეს.


თეგები :