• თბილისი
  • 9°C
  • 21 იანვარი, 2020
article

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

კიდევ ერთი დაკავება მოხდა საოკუპაციო ხაზთან. რ​უსმა სამხედროებმა რუსთავში მცხოვრები 40 წლის რუსუდან ლუქხუტაშვილი დააკავეს.

საქართველოს მოქალაქის დაკავება ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ ბალთასთან მოხდა. ინფორმაცია ოსურმა სააგენტოებმა გაავრცელეს.

სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

თეგები :