
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთისკენ მოძრაობა შეზღუდულია (ვიდეო)
- "პრესა.ჯი"
- 15:08 15.03.2019
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთისკენ მოძრაობა შეზღუდულია.
ხურვალეთთან მდებარე ქართულ საგუშაგოსთან მყოფი პოლიციელები მედიისა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არ აძლევენ გზის გაგრძელების საშუალებას.
ამ დრომდე არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია, კონკრეტულად რა ხდება სოფელ ხურვალეთში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შევიდნენ.