• თბილისი
  • 8°C
  • 30 ნოემბერი, 2020
article

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეიზღუდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტლებით, ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეიზღუდა.

ხიდის ჩაკეტვის მიზეზი, სავარაუდოდ, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის გამოვლინებაა.

როგორც ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა საქართველოს მოქალაქემ უთხრა, გალში მცხოვრებლებს დანარჩენ საქართველოში უკვე აღარ ატარებენ.

გამშვებ პუნქტზე ასევე აღარ უშვებენ ტურისტებს. ბრაზილიელი ტურისტები, რომელთაც აფხაზეთის მონახულება სურდათ, ე.წ. მესაზღვრეებმა უკან გამოუშვეს, მიზეზად კი კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი დაუსახელეს. ამ დროისთვის ხიდზე მხოლოდ მათ უშვებენ, ვინც გალში ცხოვრობს.


თეგები :