• თბილისი
  • 11°C
  • 23 მარტი, 2019
article

თბილისში პირმა ჯერ მანქანა გაიტაცა, შემდეგ 5 ავტომობილი დაამტვრია, ბოლოს კი დააკავეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე მანქანა მაშინ მოიპარეს, როდესაც მისი მფლობელი ჩასარიცხ აპარატში ფულის ჩასარიცხად გადავიდა მანქანიდან. 

როგორც გაირკვა, ის გატაცებული ავტომობილით ავარიაში მოყვა და 5 მანქანა დაამტვრია. ავტოავარიაში არავინ დაშავებულა. 

შსს-ის ინფორმაციით, გამტაცებელი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

თეგები :

×