• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

სამართალდამცავებმა „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

სამართალდამცავებმა „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, კომპანიის ორი თანამშრომელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. 

უწყების ცნობით, „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს და ტერიტორია დატოვეს. 

„ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა - ვ.მ.-მ და თ.ტ.-მ კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს. დანიშნულია: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა, რომელთა დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთება აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და გატარდება შესაბამისი ზომები,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები :

×