• თბილისი
  • 13°C
  • 23 აპრილი, 2019
article

"ბიძა ყვიროდა, ბავშვი "დავბრიდეო" - შემზარავი ტრაგედია რუსთავში

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში ბიძამ 12 წლის ძმისშვილი მოკლა.

ირკვევა, რომ მკვლელობის დროს ოჯახში მოზარდის პაპაც იმყოფებოდა, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი.12 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

მეზობლის თქმით, "ხმაური იყო, ბიძა ბინაში იმყოფებოდა და ფანჯრიდან ყვიროდა, ბავშვი "დავბრიდეო".

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი იზოლატორიდან ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ამბობენ, რომ 29 წლის ვალერი ირემაძე ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო, თუმცა აქტიური ფსიქოზი არ შეინიშნებოდა.

ნარკოლოგიურ განყოფილებაში ის მანამდე მეგობრებმა მიიყვანეს. ცენტრის დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სტაციონარულ მკურნალობაში პაციენტს 3000 ლარი მოსთხოვეს. რაც შეეხება იმას, იმყოფება თუ არა ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში აღრიცხვაზე, კლინიკის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ შესაბამის დოკუმენტაციას ამ დრომდე სწავლობენ და საბოლოო პასუხი ადმინისტრაციას დღეს ეცოდინება.

სავარაუდოდ, დაკავებულს ბრალს დღესვე წარუდგენენ.

13 წლის ბიჭს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თეგები :

×