• თბილისი
  • 33°C
  • 20 ივნისი, 2019
article

გლდანულას დასახლებაში ერთ ღამეში 5 მანქანა გატეხეს

"პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, წუხელ, გლდანში, კერძოდ კი, გლდანულას დასახლებაში, თითო კორპუსთან თითო მანქანა გატეხეს.

დაახლოებით, გატეხილია 5 მანქანა. პირველ, მეორე, მეექვსე და მეათე კორპუსებთან.

როგორც დაზარალებულები და იქ მცხოვრებლები აცხადებენ, ბოლო პერიოდში ხშირად ხდება მსგავსი ფაქტები.

ასევე, მათ რამდენჯერმე შენიშნეს ორი უცხო პიროვნება, რომელებიც სავარაუდოდ, ეჭვმიტანილები არიან. დღეს დილით, ყველა კორპუსთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.


თეგები :