• თბილისი
  • 34°C
  • 20 ივნისი, 2019
article

ეკონომიკის მინისტრის საცხოვრებელი სახლი გაქურდეს

ქურდებმა, ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას საცხოვრებელ სახლშიც შეაღწიეს, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

წყნეთში, გოგებაშვილის ქუჩაზე, 20 ნომერში გიორგი ქობულიას საცხოვრებელი სახლში ქურდები სავარაუდოდ ღამით შევიდნენ. შს სამინისტროში ქურდობის ფაქტს არ ადასტურებენ, მაგრამ როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამართალდამცველებმა მომხდარი ფაქტის გამო მინისტრის მეზობლები გამოკითხეს. 

როგორც ქობულიას მეზობლები ამბობენ, ქურდობა ორი დღის წინ მოხდა და მინისტრის ბინიდან საკმაოდ ღირებული ნივთებია მოპარული.

„გავიგე,რომ გაძარცვეს, მაგრამ ვინ და როდის არ ვიცი. არ ვიცი რა არის წაღებული, მაგრამ ბევრ რამეს წაიღებდნენ, მდიდრული სახლია ძალიან. გავიგე, რომ გაძარცვეს საღამოს ეს სახლი, დაცვის პოლიცია წესით კი აქ არის ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს არ არიან" -ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მეზობელი, რომელიც ქობულიას სახლის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს, ამბობს, რომ მინისტრის სახლში მომხდარი ქურდობის შესახებ ინფორმაცია აქვს, იცის ისიც, რომ სახლიდან ნივთები წაღებულია.


თეგები :