• თბილისი
  • 34°C
  • 20 ივნისი, 2019
article

„ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე არასრულწლოვანია დაკავებული“

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ფაქტზე გუშინ ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. 

ნათია მეზვრიშვილის თქმით, დაკავებული არასრულწლოვანია. 

„ამ ეტაპზე მოვახერხეთ, დავაკავეთ უკვე, მოზარდია დაკავებული. სამწუხაროა, რომ მოზარდია დაკავებული. დეტალებს ბევრს ვერ გეტყვით ახლა იმიტომ, რომ მიმდინარე პროცესია. სხვა საგამოძიებო მოქმედებებსაც ვატარებთ და ალბათ, რომ დასრულდება შეხვედრა უფრო მეტი დეტალის თქმის შესაძლებლობა მომეცემა. მოზარდია დაკავებული, მის მიერ არის ეს ვიდეო ატვირთული. როგორც ჩემთვის ამ ეტაპზე ცნობილია აღიარებს ამ ქმედებს. ინტერესი არანაირი პირადი თემა არ ყოფილა. ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა, რომელმაც ეს ვიდეო ატვირთა. ატვირთა იუთუბზე, ამ ეტაპზე ამ ნაწილში შემკვეთი არ იკვეთება,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ისევ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. 


თეგები :