• თბილისი
  • 33°C
  • 20 ივნისი, 2019
article

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 4 პირი 5 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ოთხი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.

ზაალ ლატარია, ზურაბ სოლომნიშვილი, თემურ ირემაძე და ანტონ ღლონტი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ იშუამდგომლა.

როგორც პროკურორმა განმარტა, ამის საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოებები გახდა.

სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. მათგან 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული, 4 პირს კი, პატიმრობა.

ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.


თეგები :