• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

გია ვოლსკის სახლი გაქურდეს

სოფელ ახატანში „ქართული ოცნების“ წევრის, გია ვოლსკის სახლი გაქურდეს. შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა. 

ადგილობრივები „TV პირველთან“ ამბობენ, რომ მძარცველები სახლში პირველი სართულიდან შევიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციაში აგარაკის გაქურდვასთან დაკავშირებით განცხადება არ შესულა.

შეგახსენებთ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის და ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას სახლები გაქურდეს.


თეგები :