• თბილისი
  • 31°C
  • 21 ივნისი, 2019
article

თელავის უნივერსიტეტთან სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

დაჭრილი სტუდენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


თეგები :