• თბილისი
  • 34°C
  • 18 ივლისი, 2019
article

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავებულია 2 ადამიანი

თბილისში, ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს ცეცხლნასროლი ან ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები არ აღენიშნებათ. წინასწარი ინფორმაციით, მათ დაზიანებები ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს მიიღეს.

ჯერ უცნობია, წაღებულია თუ არა თანხა ბანკიდან. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში მოხდა.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 


თეგები :