• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივლისი, 2019
article

ლანჩხუთში, ფულის გამოძალვის მიზნით, მამაკაცი ცოლს სცემდა, მოკვლით და სახლის დაწვით ემუქრებოდა - ძალადობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ოჯახში ძალადობის, მუქარისა და გამოძალვის ბრალდებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში 37 წლის მამაკაცი დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მეუღლეს სისტემატურად თხოვდა ფულს, თანხის მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში კი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, სახლიდან გაგდებითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. 

დაკავებული სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა შვილებსაც, როდესაც ისინი მამის აგრესიისგან დედის დაცვას ცდილობდნენ. 

ირკვევა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის იანვარში მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მათსავე საცხოვრებელ სახლში მყოფ მეუღლეს და 250 ლარის გადაგზავნა მოსთხოვა, რაზეც ცოლმა უარი უთხრა. ფაქტით განაწყენებული  მეუღლეს დაემუქრა, რომ თუ ფულს არ გადაუგზავნიდა სახლიდან გააგდებდა და ფიზიკურად გაუსწორდებოდა. ის მეუღლეს მეუღლეს მეორე დღესაც დაემუქრა სახლის დაწვითა და სიცოცხლის მოსპობით, გვიან ღამით კი სახლის პირველ სართულზე არსებულ სამზარეულოსა და მისაღებ ოთახში ფარდებს ცეცხლი წაუკიდა. 

გამოძიება ოჯახში ძალადობის, მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები :