• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

საფრანგეთში ბანკომატებიდან 270 000 ევროს მოპარვაში ერთ-ერთი ბრალდებული საქართველოს მოქალაქეა

„ლე პარიზიენის“ ინფორმაციით, საფრანგეთში ბანკომატებიდან 270 000 ევროს მოპარვაში ბრალდებულები დააკავეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეც არის.

გამოძიების მიხედვით, ბოროტმოქმედები ფულს ბანკომატების გატეხვის გარეშე იპარავდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის სამმა წევრმა, 30-ზე მეტ ბანკომატში ჰაკერული პროგრამის დახმარებით შეაღწია.

როგორც ირკვევა დამნაშავეები ამ მეთოდს 2018 წლის სექტემბრიდან მიმართავდნენ. ისინი პოლიციამ გასულ კვირას აიყვანა.

დაპატიმრებულია ბელორუსის, ლიეტუვისა და საქართველოს მოქალაქე.


თეგები :