• თბილისი
  • 33°C
  • 20 ივნისი, 2019
article

სკანდალური კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ეცემა იულია სუსლიაკის ფეხებთან 3 წლის ბავშვი, ქალი კი ყურადღებას არ აქცევს (ვიდეო)

ტელეკომპანია "იმედი" ექსკლუზიურად ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს შავებში ჩაცმული ქალი, რომლის ფეხებთანაც სამი წლის ბავშვი ეცემა და შველას ითხოვს. ქალი დაკავებული იულია სუსლიაკია. 

უკრაინის მოქალაქეს შსს-მ ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ქალს ტრეფიკინგი ედება ბრალად. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვთან ერთად ჩავიდა, ხოლო საქართველოს საზღვარი მხოლოდ 10 ბავშვთან ერთად გადმოკვეთა. უკრაინის მოქალაქე აცხადებს, რომ მე-11 ბავშვი რუსეთში აბაზანაში დაეხრჩო. ბავშვს უკვე ინტერპოლი ეძებს.


თეგები :