• თბილისი
  • 33°C
  • 20 ივნისი, 2019
article

შსს 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის დაკავების საქმეზე: ერთ-ერთი ბავშვის თქმით, ქალი არ არის მისი დედა, სამართალდამცველებთან საუბრისას მან სიკვდილის შიში გამოთქვა

გამოძიებით დასტურდება, რომ ბრალდებულს ათივე მცირეწლოვანის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა სურდა. მისი განზრახვა, ასევე გამოვლინდა მისივე ჩვენებითაც დადასტურდა, თუმცა ვერ ასაბუთებს რა მიზნით. მას იქ არ აქვს საცხოვრებელი, ფინანსური რესურსები, არ აქვს სამსახური, და თუ რატომ გადაწყვიტა აფხაზეთში ცხოვრება გამოძიებას პასუხს ამაზეც ვერ სცემს და არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ ადგილი აქვს ბავშვებით ვაჭრობას, ტრეფიკინგს რაზეც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მან 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის დაკავების საქმის სხვა გარემოებებზე ისაუბრა.

„აღნიშნულმა ოჯახმა ჩამოსვლისთანავე მიიპყრო ქართველი სამართალდამცველების ყურადღება, კერძოდ იმ გარემოებამ, რომ ბავშვების ასაკი საეჭვოდ ემთხვეოდა ერთმანეთს, მათგან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული, ხოლო სამი მცირეწლოვნის დაბადების თარიღი 2018 წელია. აღნიშნული ქალბატონი მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა პოლიციის დაკვირვების ქვეშ, რის შედეგადაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ქალბატონი ბავშვებს არასათანადოდ ექცეოდა. მათ ჰქონდათ ტანსაცმლის და კვებითი პრობლემები, რის გამოც ბავშვები საავადმყოფოში მოხვდნენ. გამოძიების ფარგლებში, ამოვიღეთ როგორც ბრალდებულის ისე არასრულწლოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები, პასპორტები. არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ შესაძლებელია დოკუმენტები იყოს ყალბი. ერთ-ერთი ბავშვის თქმით, ქალბატონი არ არის მისი დედა, მან სამართალდამცველებთან საუბრისას სიკვდილის შიში გამოთქვა. გარდა ამისა, ჩვენ გამოძიების პროცესში დავკითხეთ არაერთი მოწმე, რომლებიც ქალბატონის ბავშვებთან დამოკიდებულების კონტექსტში საეჭვო გარემოებას მიუთითებენ. გამოძიების პროცესში ჩვენ ავიღეთ როგორც ბავშვების ისე ბრალდებულის დნმ-ის ნიმუშები და ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევითი პროცესი რათა დადგინდეს მათი ნათესაური კავშირი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ოჯახს არ აქვს ფინანსური რესურსები. მათ ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ბავშვების გადაყვანა სურდა, არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, შესაბამისად საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით შეიქმნა აღნიშნული ქალბატონის ბრალდების დასაბუთებული სტანდარტი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, ინტერპოლის არხებით ვცდილობთ რუსეთის ფედერაციისგან მივიღოთ ინფორმაცია კიდევ ერთი ბავშვის შესახებ რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. საერთოდ არ ვიცით, ის ცოცხალია თუ არა, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინული მხარე ადასტურებს ბავშვის მიერ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთას ანუ ქალბატონმა 11 ბავშვი შეიყვანა რუსეთში ხოლო საქართველოში 10 მცირეწლოვანი ჩამოიყვანა. ჩვენ ამ მხრივ ასევე ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ვინაიდან, როგორც გაირკვა ერთი ბავშვი ამერიკის მოქალაქეა და უწყვეტ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას, რაც გამოძიებისთვის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოძიებით დასტურდება, რომ ბრალდებულს ათივე მცირეწლოვანის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა სურდა. მისი განზრახვა, ასევე გამოვლინდა მისივე ჩვენებითაც დადასტურდა, თუმცა ვერ ასაბუთებს რა მიზნით. მას იქ არ აქვს საცხოვრებელი, ფინანსური რესურსები, არ აქვს სამსახური, და თუ რატომ გადაწყვიტა აფხაზეთში ცხოვრება გამოძიებას პასუხს ამაზეც ვერ სცემს და არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ ადგილი აქვს ბავშვებით ვაჭრობას, ტრეფიკინგს რაზეც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.


თეგები :