• თბილისი
  • 34°C
  • 21 ივლისი, 2019
article

საბერძნეთში ქართველი გოგონას მკვლელობის საქმეზე მისი ყოფილი ქმარი დააკავეს

საბერძნეთში მოკლული 29 წლის ქართველი ქალის საქმეზე ყოფილი ქმარი დააკავეს.

ბერძნული მედიის ცნობით, ქალაქ ათენის გარეუბანში - კალითეაში 29 წლის საქართველოს მოქალაქე საძინებელში მოკლული იპოვეს. პოლიციიის განცხადებით, ქალს ყელზე სერიოზული დაზიანებები ჰქონდა მიღებული. ახალგაზრდა ქალი 14 მაისს ბინაში დეიდამ აღმოაჩინა. ნათესავები მას გასული კვირიდან ეძებდნენ. მედიის ინფორმაციით, 29 წლის ქალი ორი მცირეწლოვანი შვილის დედა იყო.

მოკლულის შვილების სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ არ სურთ ბავშვებზე მეურვეობა მამამ აიღოს. ოჯახის მეზობლების თქმით კი, როდესაც ყოფილი ქმარი სახლში მიდიოდა, ცოლთან ხშირად ჩხუბობდა.

 


თეგები :